განგაშები და შეტყობინებები

GPS Control იძლევა საშუალებას  განახორციელოთ ფართო სპექტრის მოვლენების მონიტორინგი მოქნილი  კონტროლის სისტემის მეშვეობით, რომელიც დაფუძნებულია მოწყობილობების მიერ დაფიქსირებულ ადგილმდებარეობაზე და წინასწარ დაწესებული  პირობების დარღვევაზე. მომხმარებლის მიერ  შესაბამისი პირობების განსაზღვრა ხდება წინასწარ, კონკრეტული მოწყობილობის ჭრილში.

ჩვენი განგაშების ახალი სისტემა შედგება 15 განგაშის ტიპისგან, რომელთა რიცხვი მომავალში კიდე გაიზრდება:

  1. Digital IO
  2. ობიექტთან მისვლა/წამოსვლა
  3. ზონაში შესვლა/გასვლა
  4. ობიექტთან გაჩერება
  5. ზონაში გაჩერება
  6. სიჩქარის გადაჭარბება ზონაში
  7. ავტომობილის გაჩერება
  8. სიჩქარის გადაჭარბება
  9. ჩართული ძრავით დგომა
  10. გათიშული ძრავით მოძრაობა
  11. ღილაკის განგაში
  12. ტემპერატურის განგაში
  13. ავტომობილის მოძრაობა
  14. ობიექტთან პარკირება
  15. ზონაში პარკირება

ახალი განგაშის დამატებისას საშუალება გექნებათ:


  • განგაში აამოქმედოთ თქვენთვის სასურველ, კონკრეტულ ავტომობილებზე

  • მიუთითოდ განგაშის დაფიქსირების დეტალური პირობები. მაგ. სახელი, რომლითაც აისახება შემოსული განგაში. განგაშის ტიპიდან გამომდინარე ყოველი კონფიგურაციის გვერდი იქნება განსხვავებული.

  • აირჩიოთ გსურთ თუ არა რომ განგაშის შემოსვლას თან ახლდეს “ხმოვანი სიგნალი” ან/და “Popup ფანჯარა”. მიუთითოთ ერთი ან რამოდენიმე პიროვნების ტელეფონის ნომერი ან ელ. ფოსტა რათა განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში მიუვიდეთ SMS ან Email შეტყობინებები.

  • მიუთითოთ მომხმარებლები, რომლებთანაც გაიგზავნება განგაში დაფიქსირების შემთხვევაში. თუ გსურთ რომ განგაში თქვენს მაგივრად სხვა მომხმარებლებს მიუვიდეს, მაშინ მოუნიშნავი დატოვეთ თქვენი მომხმარებელი რომელსაც ხედავთ სიის დასაწყისში მუქად.

  • მიუთითოთ დროის შუალედი, როდესაც უნდა ამოქმედდეს განგაში. შესაძლებელია რამოდენიმე შუალედის მითითება. თუ ყველა შუალედს წაშლით, განგაში იმუშავებს ყოველთვის.

მოვლენის დაფიქსირების მომენტში სისტემა დაუყონებლივ ატყობინებს მომხმარებელს წინასწარ გაწერილი გზით -web აპლიკაციაში შეტყობინების გამოტანით, ელ.ფოსტის ან სმს-ის გაგზავნით. მომხმარებლების რაოდენობა არ არის შეზღუდული. ყოველი შეტყობინება აჩვენებს:

მოვლენის სახეობას, მოვლენის თარიღს და  დროს, მოკლე  აღწერილობას, ადგილმდებარეობას, რუკაზე ბმულს.