ონლაინ მონიტორინგი

მოწყობილობების მონიტორინგი რეალური დროის რეჟიმში ხორციელდება კომპიუტერიდან ან მობილური ტელეფონიდან. ამისთვის არ არის საჭირო სპეციალური პროგრამების დაინსტალირება არც ორგანიზაციის სერვერზე და არც სამუშაო კომპიუტერზე, საკმარისია  ბრაუზერის მეშვეობით WEB ინტერფეისზე წვდომა ლოგინის და პაროლის გამოყენებით.

GPS მიხედვით ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა.

სატელიტური ნავიგაციის სიგნალები უზრუნველყოფენ ადგილმდებარეობის, სიჩქარის და მოძრაობის მიმართულების უზუსტეს დადგენას. აქტუალური და ზუსტი ინფორმაცია იძლევა მოწყობილობების ონლაინ მონიტორინგის და დეტალური გადაადგილების ისტორიის ნახვის საშუალებას.

აქტუალური ინფორმაცია

გარდა მოძრაობის პარამეტრებისა, ასევე რეალური დროის რეჟიმში შესაძლებელია სხვადასხვა აქტუალური ინფორმაციის ნახვა როგორიც არის: სენსორების მონაცემები, გარბენი, აქტივობის დრო, ვინ მართვას მანქანას. ზემოაღნიშნული  ინფორმაციის  ჩვენება  რეგულირდება თქვენი საჭიროების მიხედვით.