პირველი ივლისიდან ამოქმედდა ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტი. როგორ უნდა მოიქცეთ და როგორ უნდა შეამციროთ ყველა ზედმეტი დანახარჯი შემდგომი ავტომობილების მომსახურებიდან?
საქართველოში 1 ივლისიდან ამოქმედდა ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტი. რომლის მიხედვით ყველა იურიდიულ პირზე რეგისტრირებული ავტომობილი ექვემდებარება ყოველ წლიურ ტექნიკურ ინსპექტირებას. როგორ უნდა მოიქცეთ რომ შეამციროთ თქვენი ავტოპარკის ავტომობილების ცვეთა და საბოლოოდ ხარჯი?
დღესდღეობით კორპორატიული ავტოპარკი გადავიდა ფუფუნებიდან სასიცოცხლო საჭიროების სფეროში. მის გარეშე შეუძლებელია წარმოიდგინო კომპანიების მუშაობა. ავტოპარკის მართვას ყოველთვის თან ახლავს ბევრი სირთულე და პრობლემა. როგორ გადავჭრათ მიმდინარე პრობლემები და სწორად ვაწარმოოთ ავტოპარკის მომსახურება და მართვა?
ავტოპარკის მართვის გუნდი იდეალში უნდა შედგებოდეს მმართველისაგან, ბუღალტერისაგან, შესყიდვების მენეჯერისაგან და დისპეტჩერისაგან. უმეტეს შემთხვევაში კომპანიას არ გააჩნია საკმარისი რესურსი ძირითადი პრინციპების ანილიტიკისათვის და ავტოპარკის სწორი მართვისათვის, ვინაიდან ავტოპარკის ორგანიზება არ მთავრდება სატრანსპორტო საშუალებების შეძენით - ეს მხოლოდ დასაწყისია. აუცილებელია საშუალებების ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების მკაცრი კონტროლი, შეკეთება, საწვავის და საცხებ-საპოხი მასალების დროული შეძენა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვის ხარჯების განსაზღვრა. ყველა ეს ქმედება უნდა ტარდებოდეს კომპლექსურად. გამოცდილი ავტოპარკის მენეჯერები ამტკიცებენ, რომ კონკრეტულ ასპექტებზე კონცენტრირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მხოლოდ ზედმეტი ხარჯები და უარყოფითი ფინანსური შედეგები. ზემოაღნიშნული ნიუანსების გარდა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ავტოპარკის გამართულობა პირველ რიგში მოქმედებს კომპანიის რეპუტაციაზე.
უპირველეს ყოვლისა აუცილებელია დაწვრილებითი გაანგარიშგება ყოველ ავტომობილზე გაწეული ხარჯების მიხედვით. ჩვენი გათვლებით, ავტოპარკის ხარჯების 70 % საწვავის ხარჯებზე მოდის, 10% -სათადარიგო ნაწილებზე, 5%-დაზღვევაზე და დარჩენილი 5% სხვადასხვა ხარჯებს უკავშირდება, როგორებიცაა ავტომობილის რეცხვა, გადმოფორმება და ა.შ.
ასევე, ავტოპარკის ხელმძღვანელისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ავტოპარკის ცვეთის კონტროლი და ანალიზი, ვინაიდან ავტოპარკის მართვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ავტომობილის დროული გაყიდვა ზედმეტი ხარჯების აცილების მიზნით.
ზოგადად პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია ერთიანი წესების ჩამოყალიბება, რომლებიც გამოსადეგი იქნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის. კომპანიებში ავტომობილების ყოლა სხვადასხვა ამოცანების შესრულებას ემსახურება, აქედან გამომდინარე ავტოპარკის მენეჯმენტ კონტროლიარამარტო ავტომობილის მდგომარეობის და მასზე გაწეული ხარჯების სფეროზე, არამედ დასმული ამოცანების დროულ და ჯეროვან შესრულებაზეც ვრცელდება.
ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ასპექტი, რომლებზეც ავტოპარკის მენეჯერმა პირველ რიგში უნდა გაამახვილოს ყურადღება.
- უნიფიცირება.
აუცილებელია ყველა სატრანსპორტო საშუალების რაციონალური კლასიფიკაცია ერთგვაროვნების მიხედვით. კლასიფიკაციის პროცესის ხანგრძლივობის მიუხედავად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ ტიპის კლასიფიკაცია იძლევა არამარტო კომპანიის იმიჯის შენარჩუნების საშუალებას, არამედ ფულადი სახსრების მნიშვნელოვან ეკონომიას ავტომობილების ექსპლუატაციისას.
- შეკეთება.
ზოგი კომპანია ავტომობილების მოვლას და შენახვას ავალებს იმ თანამშრომლებს, ვინც უშუალოდ იყენებს კონკრეტულ ავტომობილს. ამ შემთხვევაში, თუ კომპანიას დამოუკიდებლად სურს შეკეთებისა და მომსახურების ხარჯების კონტროლი, უმჯობესი იქნება ისარგებლოს სპეციალიზებული სერვისით.
- ექსპლუატაციის ხარჯები.
ავტოპარკის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ამ საკითხისთვის ყურადღების მიქცევა სტრატეგიულ დონეზე.
- მომსახურება
საუბარია სერვისებზე, რომლებსაც მწარმოებელი თავის ავტომობილებს აყოლებს. აუცილებელია ავტოპარკის მენეჯერმა ზუსტად იცოდეს ამდაგვარი სერვისების ჩამონათვალი და ღირებულება რათა გამოავლინოს კომპანიისათვის პოტენციური ეკონომია აღნიშნული ხარჯების ნაწილში.
- განვითარების სტრატეგია.
ავტოპარკის მუშაობის ორგანიზებისას პირველ რიგში აუცილებელია სტრატეგიის განსაზღვრა და ფორმულირება. სხვანაირად რომ ვთქვათ, სტრატეგია წარმოადგენს კორპორატიულ პოლიტიკას ავტომობილებთან მიმართებაში და ავტოპარკთან მუშაობის პრინციპების კრებულს.
- მენეჯერის ფუნქციები.
მენეჯერის მოვალეობაში შედის ყველა იმ პროცესის კონტროლი, რომელიც ეხება ავტოპარკის ექსპლუატაციას, ასევე ევალება ავტოპარკთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მაგალითად ტექნიკური მომსახურების, დაზღვევის, კონსალტინგური, ფინანსური ინსტიტუტები, და ა.შ. სფეროებში.
ავტოპარკის შენახვის და მომსახურების ხარჯების მუდმივი კონტროლი წარმოადგენს მნიშვნელოვან და სავალდებულო ამოცანას ავტოპარკის გამართული მუშაობის ორგანიზებისათვის.
ამდაგვარი კონტროლის თანამედროვე საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს GPSControl® -კორპორატიული ავტოპარკის მართვის და კონტროლის სისტემა, რომელიც თავის მომხმარებელს ეხმარება თანამშრომლების მიერ სამუშაოების დაგეგმარებაში, სამგზავრო ფურცლის და საწვავის აღრიცხვასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებასა და კონტროლში, საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს ავტოპარკის მუშაობის ჯამურ ეფექტურობას. გარდა ამისა, სისტემა შესაძლებელია დაინტეგრირდეს სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებთან, რაც საშუალებას მისცემს ორგანიზაციას დანერგოს დოკუმენტების ელექტრონული წარმოება.