რა არის Parkcontrol - ი და როგორ მოვახდინოთ ფასიანი პარკინგის ავტომატიზაცია
ფასიანი პარკინგის ავტომატიზაცია
როცა ადამიანი იწყებს ახალ საქმიანობას, ის ხშირად უშვებს შეცდომებს ბიზნესის სპეციფიკის არცოდნის გამო. იმ შემთხვევაში, როცა საუბარია ავტომატიზირებული პარკინგის სწორი დაგეგმარების და აღჭურვილობის შერჩევაზე, არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მოიტანოს ათასობით ლარის ზარალი.
ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია იმისთვით, რომ სრულად მოგამზადოთ ფასიანი პარკინგის სისტემების მომწოდებლის ასარჩევად.
რა საჭიროა ფასიანი პარკინგის ავტომატიზაცია?
ფულის ეკონომია
ავტომატური პარკინგის დანერგვა მოგცემთ საშუალებას სრულად აარიდოთ თავი იმ ოპერატორებზე გაწეულ ხარჯს, რომლებიც არა ავტომატიზებულ პარკინგებზე მართავენ და არეგულირებენ პარკინგის საფასურის გადახდის პროცესს.
კონკურენტული უპირატესობა
შესაძლებლობა უპრობლემოდ გააჩერო მანქანა უშუალოდ საჭირო ობიექტის სიახლოვეში რაც დღესდღეობით წარმოადგენს მნიშვნელოვნ უპირატესობას.
ეფექტიანი პარკინგი
პარკინგის სივრის ირაციონალური გამოყენება. არაავტომატიზირებული პარკინგები ხშირად შევსებულია ტაქსებით, უახლოესი ბიზნეს ცენტრების ოფისების თანამშრომლების და სახლების მაცხოვრებლების მანქანებით. ეს უშლის ხელს პარკინგის შევსებას მიზნობრივი ვიზიტორებით.
კონტროლი
პერსონალის არაკეთილსინდისიერება (ქურდობა). ჩვენი მონაცემებით, ფასიანი, მაგრამ არაავტომატიზირებული პარკინგების მფლობელებისთვის ოპერატორების ჩართულობას გადახდის პროცესში მოაქვს ფულადი სახსრების დანაკარგი არანაკლებ 35% მთლიანი ამონაღებიდან.
უსაფრთხოება
კრიზისულ პირობებში ტრადიციულად იზრდება დანაშაულების როდენობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მოგიგვარედ ავტომატიზირებული პარკინგის სისტემა, არის ავტომობილების გატაცების პრევენცია.
რა არის თანამედროვე პარკინგის ავტომატიზაციის სისტემა?
ავტომატიზირებული პარკინგის სისტემების ქვეშ განიხილება პროგრამულ-აპარატული კომლექსი, რომელიც უზრუნველყოფს შემოღობილ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის შესვლა/გასვლის ავტომატიზირებულ პროცესს პარკინგის საფასურის გადახდით.
ფასიანი ავტოსადგომის ძირითადი ელემენტები:
- შემსვლელი ტერმინალი;
- გამსვლელი ტერმინალი;
- ავტომატური ბარიერი;
- ავტომატური სალარო (პარკომატი);
- პროგრამული უზრუნველყოფა;
- იდენტიფიკატორები(ბარათები,ბილეთები და ა.შ.)
ავტომატიზაციის ხარისხი
გადახდის მეთოდის შერჩევა განსაზღვრავს პარკინგის ავტომატიზაციის ხარისხს. შესაძლებელია როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი ავტომატიზაცია.
ნაწილობრივი ავტომატიზაცია საჭიროებს ჩვეულებრივი სალაროების და ოპერატორის ჩართულობას გადახდის პროცესში, ხოლო სრული ავტომატიზაცია მოითხოვს ავტომატურ სალაროებს/ტერმინალებს.
ნებისმიერ მონოტონური სამუშაოს, რომელიც მოითხოვს დიდ ყურადღებას და პატიოსნებას, ავტომატური სისტემები შეასრულებენ უკეთესად, ვიდრე ადამიანები. მიუხედავათ იმისა, რომ პირველადი ინვესტიცია სრულად ავტომტიზებულ საპარკინგო სისტემაში უფრო მაღალია, საბოლოო ჯამში იგი უფრო იაფი ჯდება.
შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში შესაძლებელია ფასიანი ავტომატიზებული პარკინგის ეტაპობრივი დანერგვა, პირველ ეტაპზე ფულადი სახსრების მიმღები ოპერატორის გამოყენებით, ხოლო მეორე ეტაპზე ავტომატური სალაროების ამუშავებით.
იდენტიფიკაციის მეთოდები
ავტომატიზირებული პარკინგის სისტემებისთვის იდენტიფიკატორების სახით შესაძლებელია გამოიყენოთ:
- უკონტაქტო RFID პლასტიკური ბარათები;
- ქაღალდის ბილეტები შტრიხკოდით;
- ავტომანქანების რეგისტრაციის ნომრები
როგორც წესი, პარკინგის აღჭურვილობა მუშაობს ან შტრიხკოდიან ბილეთებთან, ან უკონტაქტო RFID ბარათებთან. ორივე ვარიანტს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მოდით განვიხილოთ ორივე მეთოდი უფრო დეტალურად.
უკონტაქტო ბარათები( RFID )
იდეალურია ობიექტებისთვის საშუალო გამტარიანობით, მაგალითად ბიზნეს ცენტრებისთვის, სასტუმროებისთვის, პატარა სავაჭრო და გასართობი ობიექტებისთვის.
პლიუსები:
- პრეზენტაბელურია და ხელში მარტივად დასაჭერი;
- შესაძლებებლია პლასტიკურ ბარათზე დატანილ იქნას ობიექტის თვალშისაცემი ბრენდირებული რეკლამა;
- ბარათებს ყიდულობთ ერთხელ და მათი გამოყენება შესაზლებელია 2-3 წელი;
- ბარათების გამცემ აპარატს პრაქტიკულად არ გააჩნია ცვეთადი ნაწილები-მხოლოდ გორგოლაჭები.
მინუსები:
- დაბალი ინფორმაციულობა მომხმრებლისთვის, ვინაიდან არ ჩანს როდის შევიდა მანქანა ავტოსადგომზე, ეს თავად მომხმარებელს უნდა ახსოვდეს;
- განსაკუთრებულად საყურადღებო ხდება აპარატურის მომსახურება (სადგომების გორგოლაჭების რეგულარული გასუფთავება);
- რეგულარული ბარათების ამოღება გამსვლელ ტერმინალიდან და შემსვლელ ტერმინალში გადატანა;
- პლასტიკური ბარათები მალე ჭუჭყიანდება და სადგომებში განთავსებისას ეწებება ერთმანეთს, აქედან გამომდინარე საჭიროებენ რეგულარულ გასუფთავებას.
შტრიხკოდიანი ბილეთები
მოხერხებულია მაღალი გამტარიანობის ობიექტებისთვის, მაგალითად, აეროპორტები, სტადიონები, რკინიგზის სადგურები და ა.შ.
პლიუსები:
- ინფორმაციულია მომხარებლისთვის, ვინაიდან ბარათზე დატანილია ყველა საჭირო ინფორმაცია შესვლის დროზე , ტარიფებზე და ფასდაკლებებზე;
- არ საჭიროებს ტერმინალებში გადატანას, ქვითრის ლენტის ერთი რულონი ყოფნის 7000 შესვლა / გასვლას;
- ქვითრის ლენტის ერთი რულონის დაბალი ღირებულება, დაახლოებით 14 ლარი.
მინუსები:
- ადვილია ბილეთის შელახვა, დასვრა ან დასველება, რაც აფერხებს ბილეთის წაკითხვას გასვლისას;
- არაპრეზენტაბელური შესახედაობა (განსაკუთრებით ქვითრის ლენტაზე დაბეჭდილი ბილეთები);
- ტერმოპრინტერის ხშირი მომსახურება (50000 ბილეთი პირველ ტექმომახურებამდე)
ავტომობილების ნომრები
ავტომობილების სახელმწიფო ნომრების ამომცნობი სისტემები არიან საკმაოდ მოხერხებული და ნაწილობრივ ამარტივებენ სისტემის აპარატურულ ნაწილს, მაგრამ შესაძლებელია იყონ არაეფექტური დაზიანებული ან დაბინძურებული ნომრების ამოცნობისას. ამ სისტემების გამოყენება ყველაზე რაციონალურია დამატებითი იდენტიფიკაციის სახით თაღლითობისგან თავის დაცვის მიზნით.
პლიუსები:
- ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში მანქანის შესვლის ზუსტი დროის დადგენის შესაძლებლობა;
- ვიზიტორების თეთრი, შავი და ნაცრისფერი სიების შედგენის შესაძლებლობა;
- რამოდენიმე პარამეტრით (მანქანის წაკითხული ნომერი, დრო, ვიდეოკამერის ნომერი, თარიღი) ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში შენახვა და საჭიროების შემთხვევაში ინტელექტუალური მოძებნის შესაძლებლობა;
- ავტომატური შედარება პარკინგიდან ყველა გასული ავტომანქანის ნომრის შესვლისას დაფიქსირებულ ნომერთან;
მინუსები:
- დაბინძურებული ნომრების წაკითხვის პრობლემა;
- დაზიანებული ნომრების წაკითხვის პრობლემა;
- ნომრის ამოცნობის შეფერხება ცუდი განათების პირობებში.
ტარიფიკაცია და ფასდაკლებები
მოქნილი ტარიფიკაცია იძლევა საშუალებას მიიღოთ მაქსიმალური მოგება პარკინგიდან კლიენტებისთვის მოუხერხებელი სიტუაციების შექმნის მინიმალიზაციით.
ტარიფიკაციის ძირითადი შესაძლებლობები:
- პარკინგის ღირებულების დადგენა მისი ხანგრძლივობის მიხედვით;
- სხვადასხვა პარკინგის ღირებულების დადგენა დღის დროის მიხედვით, მაგალითად, თქვენი პარკინგი შესაძლებელია ძალიან მომგებიანად მუშაობდეს როგორც ღამის ფასიანი სადგომი ახლომდებარე სახლების მაცხოვრებლების მანქანებითვის;
- განსხვავებული ტარიფების დადგენა სააბონენტო, სადებეტო და სტუმრებისთვის განკუთვნილი ბარათებისთვის;
- სადებეტო ბარატების მფლობელებისთვის ფასდაკლებების დადგენა;
- რთული ტარიფების განსაზღვრა (მაგალითად, ჩადებული ტარიფები - პირველი 3 საათი უფასო, შემდეგ-2 ლარი საათში)
- სხვადასხვა ტარიფების ზონების შექმნა
გადასახადის მიღების მეთოდები
ობიექტის სპეციფიკიდან და შერჩეული ავტომატიზაციის დონიდან გამომდინარე პარკინგის სისტემებში რეალიზებულია გადახდის საშუალება როგორც ავტომატურ სალაროში ასევე ოპერატორთან.
გადახდა შესაძლებელია:
- ქაღალდის კუპირებით;
- მონეტებით;
- საბანკო ბარათებით Visa, MasterCard (მათ შორის PayPass-ით)
დამატებითი შესაძლებლობები
ფასიანი პარკინგი გამოყენება უნდა იყოს მოხერხებული როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მომსახურე პერსონალისთვის, რომელიც უზრუნველყოფს პარკინგის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას. ამისთვის პარკინგის სისტემებს უნდა გააჩნდეს შემდეგი შესაძლებლობები:
- თავისუფალი ადგილების რაოდენობის დათვლა;
- დისპეჩერთან შესვლა/გასვლისას ხმოვანი დაკავშირების საშუალება;
- დისპეჩერთან ხმოვანი დაკავშირების საშუალება ავტომატურ სალაროსთან;
- ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა ფუნქციონალი
ვიდეოთვალთვალთან ინტეგრაცია
ავტომატიზირებული პარკინგის სისტემების მწარმოებლები უშვებენ ვიდეოთვალთვალთან ინტეგრაციის სპეციალურ პროგრამულ მოდულებს, რომლების მეშვეობით შესაძლებელია:
- ავტომობილების ნომრების ამოცნობა და დაფიქსირება. ვიზიტორების შავი და თეთრი სიების შექმნა;
- ავტომობილის გამოსახულების დაფიქსირება შესვლისას და გასვლისას. ოპერატორს აქვს საშუალება შეადაროს გამოსახულება და საჭიროების შემთხვევაში არ გამოუშვას მანქანა ავტოსადგომიდან.
და ბოლოს....
ფასიანი ავტოპარკინგის სისტემის ვენდორის შერჩევისას გახსოვდეთ, რომ სისტემამ თქვენთან უნდა იმუშაოს წლების განმავლობაში, შესაბამისად სისტემის მწარმოებელი აუცილებლად მყარად უნდა იდგეს ფეხზე და უნდა შეეძლოს სათადარიგო ნაწილების დროული მოწოდება, ტექნიკური მხარდაჭერის და აპარატურის მოდერნიზაციის უზრუნველყოფა.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტს წარმოადგენს მომსახურება, ვინაიდან თქვენ ნერგავთ სისტემას იმისთვის რომ გაზარდოთ შემოსავალი პარკინგის ადგილებიდან. აქედან გამომდინარე პარკინგის სისტემის მწარმოებელი კომპანია უნდა მუშაობდეს 24/7 რეჟიმში.
მესამე მნიშვნელოვანი მომენტს წარმოადგენს ინტეგრაცია, პარკინგი ავტომატიზაციის სისტემა არის უსაფრთხოების სისტემის ნაწილი და შესაბამისად მის ინტეგრირებას ვიდეოთვალთვალის სისტემასთან, დაშვების სისტემასთან, დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებთან აქვს უდიდესი მნიშვნელობა. სწორად ამაზეა დამოკიდებული მისი გამოყენების და მომსახურების ეფექტურობა.
თუ თქვენ დაფიქრდით ფასიანი პარკინგის სისტემის დანერგვაზე, ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში, პარკინგზე მოძრაობის ორგანიზებაში და შეგარჩევინებთ თქვენთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.