GPS კონტროლი
24-04-2018

როგორ მუშაობს ჯიპიეს ტრეკინგი

გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა (ინგლ. The Global Positioning System, შემოკლებით GPS) ჯიპიესი 24 სატელიტის ერთობლიობით  მუშაობს ინტერნეტისა და ციფრული მობილური ინტერნეტის გამოყენებით.


სატელიტები განუწყვეტლივ მოძრაობენ დედამიწის ირგვლივ და რეგულარულად აგზავნიან ლოკაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას დედამიწაზე. ჯიპიეს მოწყობილობები ინფორმაციის მისაღებად და შემდეგ ჯიპიეს სერვერებზე გასაგზავნად გამოიყენება.

აქტიური თუ პასიური ტრეკინგი

 

GPS ტრეკინგი მუშაობს როგორც აქტიურ, ისე პასიურ რეჟიმში. ჯიპიეს მონიტორინგის სერვისის სრულფასოვნად გამოსაყენებლად აუცილებელია ორივე ტიპის ტრეკინგის მნიშვნელობის კარგად გააზრება. აქტიური ტრეკინგის დროს მიმღები მოწყობილობა აგზავნის სიგნალს სატელიტთან იმისთვის რომ მიიღოს ინფორმაცია ყოველ სამოც წამში, რაც შემდგომში იგზავნება მომხმარებელთან. იქიდან გამომდინარე რომ ინფორმაცია ყოველ წუთში ახლდებ, მანქანის გადაადგილება აღქმულია როგორც რეალურ დროში მიმდინარე პროცესი.

 

პასიური ტრეკინგის დროს კი მიმღები მოწყობილობა ინახავს მიღებულ ინფორმაციას  და მომხმარებელს საშუალებას აძელევს დღის ბოლოს გადმოწეროს ისტორია. ალბათ ნათელია რომ მომხმარებლების უმეტესობა ირჩევს შესაძლებლობას აკონტროლოს მანქანა რეალურ დროში. მიუხედავად იმისა რომ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე პასიური ტრეკინგი. ამ ფუნქციით მიღებული სარგებელი დიდად აღემატება მის ღირებულებას.

 

დაფარული ინსტალაცია თუ ღია ინსტალაცია

 

დაფარული ინსტალაცია არის ჯიპიეს მოწყობილობის დაყენება ისეთ ადგილზე სადაც არ ჩანს არც გაყვანილობა, არც ანტენა და რა თქმა უნდა არც თვითონ მოწყობილობა. ამ ტიპის ინსტალაციას ძირითადად მაშინ მიმართავენ როდესაც მხოლოდ ტვირთის ან თვითონ ავტომობილის უვნებლობაა მნიშვნელოვანი.

 

ღია ინსტალაციის დროს მანქანის მძღოლი ხედავს ჯიპიეს ტრეკერს, შესაბამისად საქმის კურსშია რომ მის გადაადგილებას აკვირდებიან. ამგვარი ინსტალაცია დამტკიცებული გზაა იმისა, რომ კომპანიის უფროსი თანამშრომლებს ენდობა.

 

 

გამოყენება

განურჩევლად იმისა პერსონალური მიზნებისთვის გჭირდებათ ჯიპიეს მონიტორინგი თუ კომპანიისთვის. GPS-კონტროლი გთავაზობთ საუკეთესო გადაწყვეტილებას თქვენი მოთხოვნებისთვის. ჯიპიეს ტრეკინგი შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის რომ აკონტროლოთ და თვალ-ყური ადევნოთ -

 

  • სატვირთო ავტომობილებს / გადამზიდ სატვირთო ავტომობილებს (ტრაილერებს)
  • ლანდშაფტირებას, გვირაბების გაყვანასა და მშენებლობას.
  • ელექტრიკოსებს და სანტექნიკებს.
  • დისტრიბუტორებს , გამყიდველებს.
  • მანქანის რემონტისა და სხვა დახმარების სერვისის თანამშრომლებს.

 

და სხვა არაკონვენციურ ერთეულებს მათ შორის:

 

  • სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მანქანები.
  • ტაქსები და ავტობუსები.
  • მატარებლები.
  • გემები და სკუტერები.
  • მძიმე აღჭურვილობა.
  • ქუჩის დამსუფთავებელი მანქანები.

 

სარგებელი 

 

GPS-კონტროლის სერვისის გამოყენებას მრავალი სარგებელი აქვს, მათგან რამდენიმეა:

 

  • ზედმეტად ნამუშევარი საათების შემცირება
  • მომხმარებელს ეხმარება დააზუსტოს ნამუშევარი საათების რაოდენობა.
  • ზრდის პროდუქტიულობას.
  • ჩვენ გთავაზობთ 24/7 - დახმარების სერვისს.
  • ამცირებს მოხმარებული საწვავის რაოდენობას.