GPS კონტროლი
25-06-2017

ჯიპიეს კონტროლი - ივნისის სიახლეები

გვსურს გაცნობოთ, რომ სულ რაღაც ერთ თვეში  GPSControl v3,  სტატუსი beta-დან სამუშაო ვერსიაზე გადავიდა. ძველი ხარვეზების გამოსასწორებლად ძალ-ღონე არ დავიშურეთ. მიმდინარე თვეში ჩვენ თვითონ დავტესტეთ ყველა ფუნქცია, მაქსიმალურად ვეცადეთ რამე გაგვეფუჭებინა და შემდეგ ამის გამოსწორებაზე გვემუშავა, იმისათვის რომ თქვენთან სრულყოფილი სახით წარგვედგინა, თუმცა ვერანაირი  ხარვეზი ვერ აღმოვაჩინეთ. ამას გარდა, მოვასწარით რამდენიმე ახალი ფუნქციის დამატებაც. უპირველეს ყოვლისა სრულებით შევცვალეთ სისტემაში მომხმარებლის ფუნქცია. იმისათვის, რომ სისტემაში ახალი მომხმარებელი დაამატოთ ახლა მხოლოდ მისი ელ-ფოსტის ცოდნა დაგჭირდებათ. მომხმარებელი კი ელ-ფოსტის საშუალებით თითონ შეძლებს დააყენოს პაროლი.


 

 


ამასთანავე, მომხმარებლის განყოფილებაში, შეგიძლიათ ნახოთ პროგრამის რომელი ფუნქციების ნახვა და რედაქტირება შეუძლია მას.

 

რაც შეეხება ივნისის თვის უმნიშვნელო ცვლილებებს:

 

  • შესაძლებელია მართვის პანელის სიგანის შეცვლა
  • შესაძლებელია მართვის პანელში მხოლოდ ავტომობილის ნომრის, მხოლოდ დამატებითი სახელის, მხოლოდ ავტომობილის მარკის ან ყველას ერთად ჩვენება
  • დამატებულია ზონისა და ობიექტის ახალი ფუნქცია-ხილვადობის დონე. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ რა სიმაღლეზე იქნება ხილვადი ობიექტის ან ზონის რუქები.
  • მიმოხილვაში დამატებულია ობიექტთან გაჩერებების ახალი გრაფიკა. აღნიშნული ფუნქციის დახმარებით თქვენ შეძლებთ გაიგოთ რომელ ობიექტებთან ჩერდებიან ყველაზე ხშირად თქვენი ავტომობილები და რომელი ავტომობილები დგანან ყველაზე დიდ ხანს ობიექტებთან.