ჯიპიეს კონტროლი - მარტის სიახლეები
2017 წელს უამრავ სიახლეს გპირდებით არა მხოლოდ ჩვენი სისტემის მუშაობის ხარისხის მიმართებაში, არამედ კომუნიკაციის ახალი წყაროების დანერგვის თვალსაზრისითაც. დღეიდან, ყოველთვიურად მოგაწვდით ინფორმაციას წინა თვეში შეტანილი ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ. 2017 წელი ნამდვილად პროდუქტიული გამოდგა ჩვენი კომპანიისათვის. აქვე გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კლიენტებს და რა თქმა უნდა ჩვენს კონკურენტებს, რადგან მათ მოგვცეს სტიმული და საშუალება შეგვემუშავებინა ყველაზე თანამედროვე და ფუნქციონალური GPS მონიტორინგის ქართული სისტემა.
რა სიახლეები დავნერგეთ და რა ცვლილებები გელოდებათ უახლოეს მომავალში?
GPS Control Pro 2.0.1 აპლიკაციის ახალი ვერსიის გაშვება Android-ისთვის
გაეცანით – GPSControl Pro 2.0.1
უწყვეტად მიმდინარეობდა მუშაობა მობილური აპლიკაციის ვერსიაზე და შედეგად ახალი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია play store-ზე! სრულყოფილად შევიმუშავეთ აპლიკაციის ინტერფეისი, დავამატეთ შეტყობინებების მიღების, ავტომობილების მოძრაობის ისტორიის , რუკების არჩევის ფუნქციონალები. ერთი სიტყვით, თქვენ უკვე შეგიძლიათ აღნიშნული აპლიკაციის გადმოწერა და ყოველივე ზემოთხსენებული ფუნქციის თავად შემოწმება.
GPSControl 3.0
- პირველ რიგში ინტერფეისის და რუქის მუშაობის ოპტიმიზაციაში ჩადებული უზარმაზარი შრომის შედეგად, სისტემის ახალი ვერსია მუშაობს 30% -ით უფრო სწრაფად, ვიდრე წინა ვერსია;
- სრულად შეცვლილია მართვის პანელი. დამატებულია ავტომობილების დახარისხების ფუნქციონალი სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით (მაგ: დღის გარბენი, სიჩქარე, ბოლო განახლება და ა.შ...);
- დამატებულია ჯგუფის სწრაფი ძებნის ფუნქციონალი;
- ავტომობილის მიმდინარე მდგომარეობის განსაზღვრისთვის დამატებულია მესამე სტატუსი - მოწყობილობა ჩართულია, მაგრამ არ მოძრაობს;
- ამჟამად ეკრანზე ჩანს ბევრად უფრო მეტი ავტომობილი, ვინაიდან ახალ ვერსიაში მართვის პანელი იხსნება მთელ ეკრანზე;
- სრულად შეცვლილია შეტყობინებების მართვის პანელი. პანელი განლაგებულია მარჯვენა კუთხეში და წარმოადგენს გვერდითა პანელს. დამატებულია შეტყობინებების დახარისხების ფუნქციონალი და შეტყობინებების გაფილტვრის შესაძლებლობა შეტყობინების ტიპის, პერიოდის და ავტომობილის მიხედვით;
- სრულად შეცვლილია ინსტრუმენტების პანელი, დამატებულია მინიშნებები ახალი ფუნქციონალებისთვის.
რა სიახლეებს გთავაზობთ ახალი ვერსია?
• ავტომობილის ძებნის ფუნქციონალი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია შემოწმდეს იმყოფებოდა თუ არა ავტომობილი ან ავტომობილების ჯგუფი მითითებულ ტერიტორიაზე (ობიექტთან, სერვისზე და ა.შ) განსაზღვრული დროის შუალედში;
• დამატებულია მონაცემების სინქრონიზაცია CT-Park-თან;
• დამატებულია მონაცემების სინქრონიზაცია პატრულთან;
• დამატებულია ახალი განგაში, რომლის საშუალებით შესაძლებელია დაწესდეს შეზღუდვა ჩართული /გამორთული ძრავით დგომაზე მაქსიმალური / მინიმალური დროის გათვალისწინებით და გაიგზავნოს შესაბამისი შეტყობინება დაწესებული შეზღუდვის პირობის დარღვევის შემთხვევაში;
• დამატებულია სინქრონიზაცია Google Chrome-ის შეტყობინებებთან - საჭირო აღარ არის გამუდმებით თვალი ადევნოთ სისტემას, რათა რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება არ გამოგრჩეთ.
იმისათვის, რომ ავტოტრანსპორტის მონიტორინგის სისტემებს შორის ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა კვლავ დარჩეს ყველაზე მარტივ და მოხერხებულ გადაწყვეტილებად - ცვლილებები ასევე შევიტანეთ სისტემის სრულ ფუნქციონალშიც.
ახლო მომავალში დაიწყება მუშაობა შემდეგ ფუნქციონალებზე :
Eco Drive სისტემის განახლება -ოპერატორისთვის მინიშნების დამატება;
მძღოლთან დაკავშირების (ჩატის) ფუნქციის დამატება - როგორც SMS -ების, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით;
განრიგის და ამოცანების (დავალებების) სისტემის დამატება - პრინციპით IFTT “ If This then That”.
ზემოაღნიშნული სიახლეები წარდგენილი იქნება 2017 წელს.