GPS კონტროლი
06-10-2020

GPSControl-ის 5 შესაძლებლობა თქვენი ავტოპარკის მანქანების მოპარვისგან დასაცავად

კონტროლის და ტრეკინგის პროგრამული უზრუნველყოფა GPSControl  დაგეხმარებათ არ დაუშვათ ავტომობილების მოპარვა, უზრუნველყოთ ავტომობილის მძღოლის უსაფრთხოება და შეამციროთ მოპარული ტვირთებით გამოწვეული დანაკარგი.


სამწუხაროდ, სატრანსპორტო საშუალებების და საწვავის მოპარვამ შესაძლებელია საფრთხეში ჩააგდოს მძღოლები და გამოიწვიოს დიდი ზარალი თქვენი კომპანიისთვის. GPSControl -ს შეუძლია ეს რისკები დაიყვანოს მინიმუმამდე ქურდობის ფაქტების როგორც სწრაფი აღკვეთით და მოგვარებით, ასევე მოპარული საქონლისა და მანქანების დაბრუნებით.

GPSControl-ის ეს 5 შესაძლებლობა დაგეხმარებათ შეამციროთ თქვენი ავტოპარკის დანაკარგები.

 განგაშები

თავიდან აიცილეთ ავტომობილის ან ტვირთის  მოპარვა/დაზიანება „განგაშების“ თქვენი კომპანიისთვის სწორი ნაკრებით. GPSControl გთავაზობთ 30-ზე მეტ განგაშს, როგორიცაა „ღია კარი“, „ზონაში შესვლა/გამოსვლა“, „განგაშის ღილაკი“, „მოწყობილობის გამოყენება არასამუშაო საათებში”. ყველა ეს განგაში გაძლევთ საშუალებას იმოქმედოთ სწრაფად, უზრუნველყოთ თქვენი მძღოლების უსაფრთხოება, თავიდან აიცილოთ დიდი არასაჭირო ხარჯი,  არასათანადო მომსახურება და ბევრი სხვა  პრობლემური სიტუაცია.

 საგანგაშო ღილაკი

საგანგაშო ღილაკიის მეშვეობით მძღოლს ეძლევა საშუალება აამოქმედოს ღილაკი ექსტრემალურ სიტუაციაში. საფრთხის წინაშე მძღოლს შეიძლება არ ჰქონდეს საშუალება გამოიყენოს თავისი მობილური ტელეფონი დახმარების გამოსაძახებლად, მაგრამ დამალული განგაშის ღილაკის მეშვეობით ის შეძლებს თავდამსხმელისთვის შეუმჩნევლად დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს სათანადო სამსახურს.

იმობილაიზერი

GPSControl-ის იმობილაიზერი მოგცემთ საშუალებას დაბლოკოთ მოპარული ავტომობილი პირდაპირ თქვენი მობილური ტელეფონიდან, ვებ-ინტერფეისის ან სმარტფონის აპლიკაციის დახმარებით. ეს ფუნქციონალი ზრდის მოპარული ავტომობილის დაბრუნების შანსს მანამდე, სანამ ქურდები  დააზიანებენ  ტვირთს ან ავტომობილს.

მძღოლების დაშვების სისტემა

ეს ფუნქცია უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის ტვირთთან წვდომას და აგენერირებს შეტყობინებას იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის კარი გაიღება ნებადართული ობიექტის გარეთ, რაც გაძლევთ საშუალებას თავიდან აიცილოთ ტვირთის მოპარვა ან პრობლემური მიწოდება. თქვენ შეგიძლიათ განგაშის კონფიგურაციაში ნებადართულად მიუთითოთ მხოლოდ თქვენი კომპანიის საწყობი ან კლიენტისთვის მიწოდების პუნქტი.

საწვავის კონტროლი

არის შემთხვევები, როცა თქვენ არ შეგიძლიათ ახსნათ თუ რატომ მერყეობს ზოგ ავტომობილზე საწვავის ხარჯი. რიგ შემთხვევაში პასუხი მარტივია-ადგილი აქვს საწვავის მოპარვას. GPSControl-ს შეუძლია გამოაგზავნოს შეტყობინება ყოველ ჯერზე, როცა სისტემა დააფიქსირებს თქვენს სატრანსპორტო საშუალებაზე საწვავის დონის მკვეთრ კლებას, ხოლო თქვენ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებთ გადაწყვეტილებას - გაარკვიოთ მძღოლთან რაშია საქმე თუ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ  პოლიციას.

ნებისმიერ სიტუაციაში GPSControl დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ავტოპარკის და მძღოლების უსაფრთხოება სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებით. ჩვენ გთავაზობთ მარტივ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

 

GPSControl-ზე მეტი ინფორმაციის გასაგებად დაგვიკავშირდით  info@casatrade.ge ან 2 555 999