ვინაიდან პარკინგის ავტომატიზაცია ბევრად უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ჩვეულებრივი შლაგბაუმის დაყენება, მოდით განვიხილოთ ავტომატური სისტემების დანერგვის მიზეზები თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის პრობლემური საკითხებიდან გამომდინარე.
ვთქვათ, თქვენ გეკუთვნით ან გევალებათ პოპულარული სავაჭრო ან ბიზნეს ცენტრის მართვა. ცენტრი განთავსებულია მეტროსთან ახლოს ან ხალხმრავალ ადგილას და ყოველდღე პარკინგზე მოსვლისას თქვენ ხედავთ ძალიან ბევრ ავტომობილს. სავაჭრო ცენტრში შესვლისას თქვენ ელოდებით მყიდველების დიდ ნაკადს და გაყიდვების მაღალ მაჩვენებლებს ან უბრალოდ ცენტრში განთავსებული კვების ობიექტების შევსებულ ადგილებს. სინამდვილეში კი თქვენ ნათლად ხედავთ, რომ სავაჭრო ცენტრში გხვდებათ მაქსიმუმ ასამდე მყიდველი მაშინ, როცა პარკინგზე დაკავებულია დაახლოებით 300 ავტომობილის ადგილი. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 200 ადამიანი ან დაიმალა, ან გააჩერა მანქანა პარკინგზე, რომელიც კონტროლდება როგორც ვიდეოკამერებით, ასევე დაცვის თანამშრომლების მიერ და დატოვა ცენტრის ტერიტორია, ანუ არ იყენებს ცენტრის პარკინგს ბიზნეს გეგმაში ჩადებული პარკინგის მიზნობრივი დანიშნულების თანახმად. ალბათ მეორე ვარიანტი უფრო ახლოს არის რეალობასთან. რა ნაცნობი სურათია არა?
მოიჯარეების გეგმიურ შეხვედრაზე მაღაზიების და კვების ობიექტების მფლობელები და მმართველები სისტემატიურად გთხოვენ მოაწესრიგოთ პარკინგი, ვინაიდან მათი კლიენტები უჩივიან მუდმივად დაკავებულ პარკინგის ადგილებს, რის გამოც კლიენტებს უწევთ არაერთი წრის დარტყმა ცენტრის გარშემო ან საერთოდ მანქანის ცენტრის შესასვლელისგან საკმაოდ შორს დაყენება. კიდევ უარესი სიტუაციაა მაშინ, როცა ცენტრს აქვს მიწისქვეშა პარკინგი. პარკინგის თანამშრომლებისთვის ძნელად წარმოსადგენია უარესი სიტუაცია, ვიდრე კვირაობით და თვეობით გაჩერებული გაურკვეველი მანქანა მიწისქვეშა პარკინგზე, ცენტრის შესასვლელთან. ავტომობილების მფლობელების ლოგიკა სრულიად გასაგებია, ისინი ტოვებენ მანქანას დაცულ ტერიტორიაზე და მშვიდად არიან, მაგრამ საერთოდ არ ითვალისწინებენ პარკინგის მფლობელების ინტერესებს, რომლებიც ზრუნავენ თავისი ვიზიტორების კომფორტზე.
როგორ მოვაგვაროთ ზემოაღნიშნული პრობლემა?
შეიძლება გამოყოთ დაცვის თანამშრომელი, რომელიც ყოველდღე გააკონტროლებს სადგომის წესების დამრღვევებს და რამენაირად არ დაუშვებს მათი შემოსვლას სადგომის ტერიტორიაზე ან ჩაკეტოთ სადგომზე შესვლა შლაგბაუმით და გვერდზე დაუყენოთ დაცვის თანამშრომელი, რომელსაც დააავალებთ ვიზიტორების კონტროლის რუტინულ ოპერაციებს. ანდა საერთოდ დახუროთ სადგომი ღამის საათებში, მაგრამ ამით ჰომ ოცდაოთხსაათიანი ობიექტების არენდატორებს ჩააგდებთ საგონებელში... მოკლედ, ეს არის არაეფექტიანი მეთოდები, რომლებიც უცებ მოგდით თავში პრობლემის გადასაჭრელად.
მაგრამ იქნებ დანერგოთ ავტომატიზირებული პარკინგის სისტემა სავაჭრო ცენტრის ბიზნეს პროცესებში როგორც ვიზიტორების ნაკადის მარეგულირებელი საშუალება, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდულ უფასო დროს, რომლის განმავლობაში კლიენტი შეძლებს გაისეირნოს მაღაზიებში ან დაესწროს კინოჩვენებას. მხოლოდ წარმოიდგინეთ - ვიზიტორი გესტუმრებათ გარკვეული დროით, ეფექტიანად დახარჯავს ამ დროს შოპინგზე და დასვენებაზე, ჩაეტევა უფასო დროის შუალედში, რომელიც კომპლექსის ადმინისტრაციამ ჩადო ავტომატიზაციის სისტემაში და დატოვებს ცენტრს სასიამოვნო განცდით - „რა მარტივია და კარგი ნაფიქრია კომპლექსის ლოგისტიკა“. ეს იქნება თქვენი იდეალური ვიზიტორი, რომელიც აუცილებლად დაბრუნდება თქვენთან როგორც კი მიეცემა ამის საშუალება! ამ კლიენტის სახით თქვენი მოიჯარეების მიიღებენ ლოიალურ კლიენტს. ეს მედლის ერთი მხარეა. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევხედოთ ავტომატიზირებულ პარკინგის სისტემას როგორც ვიზიტორებისგან პარკინგის გადასახადის ამოღების საშუალებას, ანუ ეს გამოდის იგივე გასაქირავებელ ფართში ჩადებული ინვესტიცია, ოღონდ გასაქირავებელი ადგილები განთავსებულია ცენტრის ქვემოთ ან გვერდზე. რა თქმა უნდა, ტერიტორიის მფლობელის გადასაწყვეტია როგორ გამოიყენოს კუთვნილი ტერიტორია, მაგრამ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვადასხვა სიტუაციები მოითხოვენ სხვადასხვა მიდგომას აპარატურის შერჩევა/განთავსებასთან და ტარიფების დაწესებასთან მიმართებაში. მოდით განვიხილოთ რამოდენიმე ვარიანტი:
ავტომატიზირებული პარკინგის სისტემა როგორც კომერციული პროექტი
ნებისმიერი კომერციული წამოწყების მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება კონკრეტული საქმიანობის შედეგად. ვთქვათ, სავაჭრო ცენტრის პარკინგი განთავსებულია მეტროსთან ახლოს. ამ შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია რომ პარკინგს გამოიყენებენ იმისთვის, რომ გადაჯდნენ საკუთარი ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რაც სრულიად გამართლებულია ლოგისტიკის თვალსაზრისით. როგორ გადავჭრათ ეს ამოცანა სისტემის დახმარებით? ჩვენი აზრით პასუხი თვალსაჩინოა- გამოვყოთ პირველი საათი (მაგალითად) ვიზიტორებისთვის როგორც უფასო დრო და მომდევნო გაჩერების დროზე დავაწესოთ გარკვეული თანხა, რომელსაც კლიენტი გადაიხდის პარკინგის ტერიტორიის დატოვებისას. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია პარკირების გადასახადის სწორი განსაზღვრა პარკირებისთვის რეალურად საჭირო დროის გათვალისწინებით. თუ ფასი ძალიან დაბალი იქნება, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ მნიშვნელოვან ეფექტს პარკინგის ვიზიტორების სავაჭრო ცენტრის ვიზიტორებად კონვერსიისგან, და თუ ფასი იქნება ძალიან მაღალი, მაშინ პარკინგის ტერიტორიაზე ხშირად იქნება ბევრი თავისუფალი ადგილი, რაც ზარალს მოიტანს როგორც მოიჯარეებისთვის, ასევე უშუალოდ ვიზიტორებისთვის.
ნებისმიერ შემთხვევაში ქალაქებში იზრდება ავტომობილების რაოდენობა და ფართოვდება ფასიანი ავტოსადგომების არეალი. და იმისთვის რომ არ მოყვეთ უფასოდ დაცულ ფასიან სადგომზე ავტომობილების დატოვების მოყვარულების ნაკადის ქვეშ, გირჩევთ დროზე დაფიქრდეთ ავტომატიზირებული ფასიანი პარკინგის სისტემის დანერგვაზე.