GPSControl სისტემის გამოყენების მეორე მნიშვნელოვან სარგებელს წარმოადგენს  პროდუქტიულობის გაზრდა. ნებისმიერი კომპანიის ავტოპარკის მანქანებს აქვთ მინიჭებული კონკრეტული დანიშნულება, მაგალითად, მიწოდება, გამოძახებაზე მისვლა და ა.შ. ძირითად შემთხვევებში მანქანების მფლობელ კომპანიებს უჭირთ ავტოპარკის დატვირთულობის ხარისხის ზუსტი განსაზღვრა.


მიუხედავათ იმისა, რომ კომპანიას აქვს პრობლემები მომსახურების დროულ გაწევასთან და უგროვდება ძალიან ბევრი დაგვიანებული შეკვეთა/მომსახურება, რეალურად  ავტომობილების უქმე დგომაზე მოდის   სამუშაო საათების დაახლოებით 30%.

ერთ-ერთი კომპანიის მაგალითზე ჩვენ გაჩვენებთ როგორ მოხერხდა ანალოგიურ სიტუაციაში პროდუქტიულობის გაზრდა და როგორ შეძლო ჩვენმა კლიენტმა  GPS Control-ის სისტემის ამუშავებაში ჩადებული ინვესტიციის დაბრუნება.

„კასატრეიდის“ ანალიტიკოსების  რჩევით პრობლემური სიტუაციის  გამოსასწორებლად კლიენტმა საბაზისო მოდულების გარდა  გააქტიურა შემდეგი დამატებითი ფუნქციონალი:

თანამშრომლების ბარათების წამკითხველი

კომპანიის ავტომობილებზე დამონტაჟდა GPS  ტრეკერები და ბარათის წამკითხველები Mifare 1K. მათი დახმარებით კომპანიამ შეძლო ზუსტი ინფორმაციის მიღება ავტომობილის მძღოლის სამუშაო განრიგზე. კომპანიაში სტანდარტული სამუშაო დღე იწყებოდა 09:00 და მთავრდებოდა 18:00, შესვენება გრძელდებოდა 13:00-დან 14:00-მდე. კომპანიის ავტომობილებზე ტრეკერების და წამკითხველების დამონტაჟების შემდეგ გამოვლინდა შემდეგი მდგომარეობა:

ხელშეკრულებით

ფაქტიურად

მუშაობის დაწყება

9:00

9:07

შესვენებაზე გასვლა

13:00

12:55

შესვენებიდან დაბრუნება

14:00

 14:10

მუშაობის დასრულება

18:00

17:50

სამუშაო საათები

8:00

7:28

 

სამუშაო დღის ხანგრძლივობის სხვაობა  ერთ თანამშრომელზე დღეში  გამოდიოდა დაახლოებით 32 წუთი.

აქვე მინდა გითხრათ, რომ სინამდვილეში ჩვენ ცოტათი გავალამაზეთ დაფიქსირებული სიტუაცია, რეალური სხვაობა დღეში ადიოდა თითქმის ერთ საათაზე.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლის საშუალო ხელფასი შეადგენს დაახლოებით 10 ლარს საათში,  ერთ თანამშრომელზე ყოველდღიურად იკარგება 5 ლარი.

თუ კომპანიაში მუშაობს 10 მძღოლი, ყოველდღიური დანაკარგი შეადგენს 50 ლარს, ხოლო ყოველთვიური კი- 1050 ლარს.

 

ამ კომპანიის ROI გამოდის:

შემოსავალი ( 1050 ) -გასავალი ( 3840 ) / ხარჯი ( 1050 ) * 100% = -2.6%

ნათლად ჩანს, რომ მხოლოდ დასწრების კონტროლით  შეუძლებელია  GPS  მონიტორინგზე გაწეული ხარჯის დაბრუნება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ დაკარგული დრო არამარტო ხარჯია, არამედ დაკარგული შესაძლებლობაც.

მოდით ავიღოთ ერთი შეკვეთის შესრულების საშუალო დრო 1 საათი და გამოვიყენოთ იგი ჩვენს გათვლებში.

გამოდის რომ თუ ყოველდღე კომპანია კარგავდა თავისი თანამშრომლის სამუშაო 30 წუთს, მაშინ 2 დღეში ერთხელ კომპანია  კარგავდა 1 სამუშაო საათს და შესაბამისად, ერთ შეკვეთას. კომპანიის საშუალო შეკვეთის ღირებულება იყო 100 ლარი, ერთი თვის დანაკარგი ერთ თანამშრომელზე  გამოდის :

10.5 (21 სამუშაო დღე / 2 ) * 100 = 1050

და 10 თანამშრომელზე ეს თანხა წარმოადგენს უკვე 10500 ლარს თვეში.

წამკითხავების დამონტაძების შემთხვევაში ჩვენ ეს თანხა თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ შემოსავლად .

შესაბამისად ჩვენს მიერ გამოყენებული ფორმულა მიიღებს ასეთ სახეს:

ROI=(შემოსავალი ინვესტიციიდან-ინვესტიცია) / ინვესტიციაზე *100%

ROI=((10500+1050) - 3840) /  3840  *100% = 200% !

რა თქმა უნდა , ეს  ციფრები არ არის  ზუსტი  და ნებისმიერ შემთხვევაში  სხვა და სხვა კომპანიებში სხვა და სხვა სიტუაცია გვხვდება, მაგრამ  700- ზე მეტი კომპანიის თითქმის 18000  მანქანის მუშაობაზე დაგროვებული სტატისტიკური მონაცემები გვაძლევს საფუძველს შემოგთავაზოთ ეს  ძალიან შთამბეჭდავი გათვლები.

და თუ თქვენ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდით თქვენი კომპანიის მძღოლების სამუშაო საათების ჯეროვან განაწილებაში, დაუკავშირდით ჩვენი კომპანიის კონსულტანტს, რომელიც ყოველთვის დაგეხმარებად თქვენს მოთხოვნებზე მორგებული GPS მონიტორინგის სისტემის დანერგვაში და  სისტემის დაკონფიგურირებაში, რათა მონიტორინგის იმპლემენტაციის შედეგად კომპანიამ მიიღოს მაქსიმუალური სარგებელი.