ჩვენი ინიციატივა საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა და აპრილის თვეში კომპანიის კლიენტებმა ძალიან ბევრი ახალი იდეა მოგვაწოდეს. როგორც ყოველთვის, „კასატრეიდი“ საკუთარ გზას ირჩევს, რომელიც ითვალისწინებს როგორც ბაზრის ტენდენციებს SaaS სფეროში, ასევე კომპანიის კლიენტების მოთხოვნებს.
რა სამუშაოები განვახორციელეთ აპრილის თვეში?
GPS Control Pro 2.1.4 აპლიკაციის ახალი ვერსიის გაშვება Android-ისთვის
ერთ კვირის მანძილზე ჩვენი აპლიკაცია დაინსტალირებული იყო 212 Android და 103 iOS მოწყობილობაზე. აპლიკაციის მიმდინარე ვერსიაში შევასწორეთ რამდენიმე არამნიშვნელოვანი ხარვეზი და დავამატეთ შემდეგი ფუნქციონალი:
მიმოხილვა:
მობილური აპლიკაციის ეს ახალი ფუნქცია იძლევა საშუალებას გრაფიკული სახით დაინახოთ ჯამური ინფორმაცია თქვენი ავტოპარკის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის მანქანა, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გარბენი, ყველაზე ხანგძლივი დგომა და ყველაზე მეტი დარღვევა.
რეპორტები:
Web ვერსიის რეპორტები უკვე ხელმისაწვდომია მობილურ ვერსიაშიც.
GPSControl 3.0
GPSControl PRO 3.0 WEB
Web ვერსიაში ამ თვეში ასევე საკმაოდ ბევრი ნოვაციაა შეტანილი.
ობიექტები და ზონები
* ობიექტების და ზონების დამატებისას თქვენ უკვე შეგიძლიათ მიუთითოთ მათი ხილვადობა.
* ობიექტების და ზონების დამატებისას ავტომატურად ფიქსირდება ადგილის მისამართი.
* ობიექტან ან ზონასთან მაუსის მიტანისას დისპლეიზე გამოდის კომენტარის ტექსტი.
მოწყობილობის კონფიგურაციის პანელი
შეცვლილია მოწყობილობის კონფიგურაციის პანელი. განახლებულ პანელში დამატებულია ველი „სახელი”, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ავტომობილის სახელი თქვენი სურვილისამებრ. სახელის შესაყვანი ველი წარმოადგენს თავისუფალ ველს, რომელიც გამოჩნდება როგორც ავტომობილების ჩამონათვალში, ასევე რუკაზეც.
გარდა ამისა დამატებულია ავტომობილის ერთი ჯგუფიდან მეორეში გადატანის ფუნქციონალი. კომენტარის ნახვა შესაძლებებლი იქნება როგორც რუკაზე, ასევე Tooltip-ში.
საწვავის კონტროლი GPSControl ის სისტემაში.
ეს გახლავთ GPSControl 3.0 -ის მიმდინარე თვის ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება. როგორც ცნობილია, ჩვენი კლიენტების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საწვავის ჩასხმის და დანახარჯის კონტროლია. GPSControl სისტემაში დამატებულია საქართველოს ყველა ავტოგასამართი სადგურის კოორდინატი! ამჟამად თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ საწვავის კონტროლის მენიუში Lukoil, Wissol, Rompetrol, Gulf, Socar კომპანიების მიერ მოწოდებული რეპორტი და ჩვენი სისტემა გაჩვენებთ, იმყოფებოდა თუ არა კონკრეტული ავტომობილი საწვავის ჩასხმისას რეპორტში მითითებულ დროს მითითებულ ავტოგასამართ სადგურზე, რა საწვავის დანახარჯი იყო დათვლილი კონკრეტული მანქანისთვის თვის ჭრილში და რამდენი იყო რეალური დანახარჯი ჩასხმებიდან გამომდინარე. ამისთვის საკმარისია ატვირთოთ exel- ის ფაილი, რომელიც მოიცავს ავტოგასამართი სადგურებიდან მოწოდებულ ინფორმაციას. დანარჩენს ჩვენი სისტემა დათვლის.
რას ვგეგმავთ?
ჩვენ ვთვლით, რომ ავტოპარკის მონიტორინგის სისტემა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ GPS მოწყობილობების შესაძლებლობებით, მხოლოდ ტრეკერის მიერ დათვლილი გარბენი ან გახარჯული საწვავი არ არის საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციისთვის და პროცესების ავტომატიზაციისთვის.
გარდა ამისა, ჩვენ მივხვდით, რომ უბრალოდ პროგრამული შეხსენება იმაზე, რომ მანქანაზე ზეთია გამოსაცვლელი, არ აკმაყოფილებს ჩვენი კლიენტების მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად ჩვენ ვქმნით სრულიად ახალ ავტოპარკის კონტროლის მოდულს, რომლის დახმარებით თქვენ შეძლებთ ამოიღოთ ინფორმაცია ფაქტიურად გაწეული ხარჯების შესახებ.
რას წარმოადგეს ეს მოდული?
გარბენზე, საწვავის დანახარჯზე, ტექნიკური მომსახურების ხარჯების და ა.შ... შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე სისტემა დააგენერირებს ანგარიშს ფაქტიური ხარჯების და ავტომობილის ამორტიზაციის შესახებ. გარდა ამისა, შეხსენება ზეთის შეცვლის თაობაზე მიუვა მანქანის მძღოლს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მობილურ ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. ახალი მოდულის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მართოთ სხვადასხვა პროცესები, როგორიც არის პარკინგის გადასახადის, დაზღვევის გადასახადის, გეგმიური ტექ.მომსახურების დროული გადახდა / ჩატარება ან მოთხოვნის რეგისტრაცია ახალი დეტალის შეძენაზე. აღსანიშნავია, რომ შეხსენების შედგენა შესაძლებელია როგორც გარბენის, ასევე მოტოსაათებისა და დღეების გათვალისწინებით.