ამ სტატიაში ჩვენ ვეცდებით აღვწეროდ საწვავის გახარჯვის კონტროლის სხვადასხვა მეთოდები, ჩავატარებთ  ამ მეთოდების შედარებით ანალიზს, რათა თქვენ მომავალში შეძლოდ სწორი არჩევანის გაკეთება. აქვე გვინდა გითხრათ, რომ არ არსებობს 100 %-იანი პანაცეა, რომელიც დაგიცავთ საწვავის მოპარვისაგან, მაგრამ როცა დამკვეთს სთავაზობ პრობლემის გადაჭრის გზას, ასევე უნდა ზუსტად აუხსნა რას მიიღებს იგი საბოლოო ჯამში.


დღესდღეობით ბაზარზე მიღებულია შემდეგი საწვავის გახარჯვის კონტროლის მეთოდები:

  1. საწვავის დონის სენსორები;
  2. საწვავის გახარჯვის სენსორები;
  3. ავტომობილის ტივტივასთან მიერთება;
  4. ულტრაბგერითი სენსორები.
ვინაიდან სტატია საკმაოდ დიდი იქნება, ჩვენ განსახილველ თემას გავყობთ რამოდენიმე ნაწილად და პირველ ნაწილს მიუძღვნით საწვავის დონის  მოცულობით სენსორებს.
პირველ რიგში მოდით შევთანხმდეთ, რომ ამ ტიპის სენსორების მწარმოებლების მიერ გაცხადებული 1%-იანი ცდომილება მიღწევადია მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში და იდეალური ხარისხის საწვავის გამოყენებისას. რეალობაში კი სენსორის მუშაობის ხარისხზე გავლენას ახდენს ძალიან ბევრი ფაქტორი და შედეგად რეალური ცდომილების მნიშვნელობა უფრო ფართო სპექტრში ვარირებს, რაც იწვევს მომხმარებლის შეკითხვებს. მაგრამ არის ეს სენსორის ბრალი?

საწვავის დონის სენსორი არის მოწყობილობა, რომელიც ზომავს საწვავის დონეს ავზში. ამ სენსორის დაყენების პროცესი გამოიყურება შემდეგნაირად: ავტომობილის ავზი იხვრიტება შუაში და მასში დგება სენსორი, რომელსაც აერთებენ GPS/GPRS ტრეკერთან. სენსორის დაყენების შემდეგ აუცილებელია კალიბრაცია-ავტომობილის ავზში რამოდენიმეჯერ ისხმება ერთნაირი საწვავის რაოდენობა, მაგალითად, 100 ლიტრიანი ავზში 10-ჯერ ისხმება ათ-ათი ლიტრი საწვავი. კალიბრაციის დროს შესაძლებელია შემდეგი შეცდომების დაშვება:
  1. კალიბრაცია ჩატარდა არასწორ ანუ დაქანებულ ზედაპირზე. ავზებზე, რომლების მოცულობა 400-800 ლიტრია, დაქანაბის 1% იძლევა 5 %-იან ცდომილებას.
  2. კალიბრაცია ჩატარდა არასწორი აპარატურით, ანუ ადგილი ქონდა საწვავის ჩასხმის ცდომილებას - 10 ლიტრის მაგივრად ავზში ისხმებოდა 9,5 -10,5 ლიტრი საწვავი.
  3. კალიბრაციის დროს გამოყენებული საწვავის ხარისხი განსხვავდება ავტომობილში ჩვეულებრივ გამოყენებად საწვავის ხარისხს - საწვავი დიელექტრიკია და სენსორი ითვლის საწვავის დენის გამტარიანობას და სხვადასხვა ხარისხის საწვავს გააჩნია სხვადასხვა გამტარიანობა;
  4. ტემპერატურის ცდომილება - საწვავი იყიდეს ჰაერის 40 გრადუსის პირობებში, ხოლო კალიბრაცია ჩატარდა მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა არ აღემატებოდა 20 გრადუსს;
  5. დაჩქარებული კალიბრაცია - კალიბრაციის დროს აუცილებელია საწვავის ჩასხმის შემდეგ გარკვეული დროით მოცდა, სანამ საწვავი დაილექება და გაქრება ქაფი.
შესაძლებელია ამ ჩამონათვალის გაგრძელება, მაგრამ ეს 5 პუნქტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი კალიბრაციის სიზუსტისთვის.
თითქმის ყველა სენსორების მსხვილი მწარმოებელი მაგალითად: Omnicom, Technoton, Epsilon, გპირდებათ ცდომილებას 1% ის მიდამოებში. უამრავი ტესტირების შედეგებიდან და გრძელვადიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტიპის სენსორების ცდომილება ნებისმიერ პირობებში აღემატება 5 %-ს და ხშირ შემთხვაში აღწევს 20 %-საც კი.
მოცულობითი სენსორის მუშაობის პრინციპი დაყრდნობილია კოაქსიალური კონდენსატორის მოცულობის გაზომვაზე მისი თხევადი დიელექტრიკით შევსებისას.

ავიღოთ პირობითი სენსორი რომლის  სიგრძე არის 1 მ და დიამეტრები D1 = 5 მმ, D2 = 20მმ

მოცულობის ფორმულა ს :

C=40.13*EPS*L (pF), სადაც EPS არის თხევადი დიელექტრიკული გამტარიანობა ( ჩვენ შემთხვევაში საწვავი ), L - საწვავის დონე

გავზომოთ  С ჩვენთვის სასურველი სიზუსტით და დავადგინოთ L დონე იგივე სიზუსტით.

მაგრამ არსებობს კიდევ EPS - დიელექტრიკის დიელექტრიკული შეღწევადობა. რომელიც დამოკიდებულია:

არაპოლარული დიელექტრიკებისთვის EPS  მცირეა და ბენზინისთვის, ნავთისთვის და დიზელისთვის იცვლება 2,1-3,2 დიაპაზონში.

აზომვის ცდომილება შადგენს  (მიახლოვებითი გათვლებით)

 2.1-3.2/ ((3.2+2.1)/2) = 41%

უფრო ოპტიმისტურად: (სენსორმა გაიარა კალიბრაცია საწვავით, რომლის EPS=2.65 - ძალიან არაპრაქტიკულია)

მაშინ:

2.1-3.2/ ((3.2+2.1)/2) = 20.7%

უკეთესი შედეგია, მაგრამ მაინც არადამაკმაყოფილებელი.

ახლა კი მოდით ვნახოთ რა გავლენას ახდენენ დანამატები  EPS-ზე:

წყალი-პოლარული დიელექტრიკი. მას გააჩნია EPS=81, რაც 40- ჯერ აღემატება საწვავის EPS-ის მნიშვნელობას . წყალი უპრობლემოთ იშთანთქმება (აბსორბირდება) საწვავის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ საწვავმა შეისრუტა 0.01% წყალი (უბრალოდ ავზი ერთი დღე-ღამე იდგა თავახდილი ნოტიო ჰავაში), EPS გაიზრდება დაახლოებით 0.08. შესაბამისად მივიღებთ ცდომილებას:

0.08/2.25 = 3.5% და უფრო დიდ ცდომილებას მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ავზში ჩაასხამთ სპირტს. ( ვრცლად ამაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ვიდეო: https://youtu.be/7X0K1kWkF64 ვიდეო არის რუსულ ენაზე )

საწვავის დონის სენსორების ფასი მერყეობს 150-300 $-ის ფარგლებში მწარმოებლის და ხარისხის მიხედვით. გარდა პირველადი კალიბრაციის ასევე აუცილებელია გეგმიური ტარირება, ვინაიდან ავზში დროის განმავლობაში გროვდება ჭუჭყი, იცვლება საწვავის მომწოდებელი და ა.შ. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ძალიან ცოტა კომპანიას აქვს ჩატარებული  სენსორის დაყენების შემდეგ მისი მეორადი კალიბრაცია.

გახსოვდეთ, რომ საწვავის დონის სენსორის დაყენება არ წყვიტავს საწვავის მოპარვის პრობლემას, ის მხოლოდ და მხოლოდ გეხმარებად გარკვეულ დონეზე აკონტროლოთ საწვავი. აქვე მოგიყვებით სენსორის მოტყუების რამოდენიმე მეთოდზე და გირჩევთ რას მიაქციოთ ყურადრება  თქვენს ავტომობილებზე საწვავის დონის კონტროლის სენსორის დაყენების შემდეგ.

  1. პირველი, რასაც აკეთებენ მძღოლები-ცვლიან საწვავის სიტემას და ამატებენ პატარა ავზს ძრავიდან ავზისკენ წამოსულ მილთან. ვინაიდან სენსორი ითვლის საწვავის დონეს ავზში, მან არ იცის რამდენი საწვავი უნდა დაბრუნებულიყო უკან ავზში. რა თქმა უნდა , თქვენ შეამჩნევთ საწვავის ხარჯის ზრდას, მაგრამ თუ თქვენი ავტოპარკი შედგება სპეციალური ტექნიკისგან, რომელიც მუშაობისას და დატვირთვისას მოიხმარს 200%-ით მეტს ვიდრე უბრალოდ გადაადგილებისას, როგორ უნდა გაიგოთ ეს მომატებული საწვავის ხარჯი გამოწვეულია დატვირთვით თუ მძღოლმა უბრალოდ ჩამოასხა 20-50 ლიტრი უკუ მილიდან?
  2. სენსორის დაზიანება-მძღოლი უბრალოდ ოდნავ ღუნავს ავზში განთავსებულ სენსორს - ამის შემდეგ სენსორი ან საერთოდ არ მუსაობს, ან იძლევა დიდ ცდომილებას.
  3. საწვავის ჩამოსხმა მინიმალური მოცულობით - 5 ლიტრამდე ჩამოსხმა 400-800 ლიტრიანი ავზიდან ყოველთვის გაიფილტრება ნებისმიერი სისტემით და არ აისახება შესაბამის ანგარიშებში.
  4. ავზის დაზიანება - დეფორმაციის შედეგად საწვავის მოცულობა მასში მცირდება. დიდი მოცულობის ავზის შემთხვევაში შესაძლებელია 10-20 ლიტრი საწვავის შეუმჩნევლად ჩამოსხმა.

სენსორების დაყენების შემდეგ ხშირ შემთხვაში თქვენ გაგეზრდებათ საწვავის ხარჯი, ვინაიდან მძღოლი ხვდება რომ საწვავს ვეღარ მოიპარავს (იმ შემთხვევაში თუ იპარავდა) და თუ სენსორის დაყენებამდე  მძღოლი  მანქანას  ფრთხილად ატარებდა, დაყენების შემდეგ მანქანას ატარებს ისე, როგორც მოუნდება. შედეგად თქვენ იღებთ გაზრდილ საწვავის ხარჯს.

ძალიან რომ არ დაგღალოდ, მოდით აქ გავჩერდეთ და  ეს საინტერესო თემა გავაგრძელოდ შემდეგ სტატიაში.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის  და შემდეგ შეხვედრამდე.