ტრანსპორტის GPS მონიტორინგი განაგრძობს განვითარებას, რათა გაზარდოს პროდუქტიულობა და შეამციროს ხარჯები როგორც დიდი, ასევე პატარა ბიზნესებისთვის. უფრო მეტიც, იმ საწარმოებების ნახევარზე მეტმა, რომლებიც არ ზოგავენ ინვესტიციებს ტრანსპორტის მონიტორინგში, სათანადოდ შეაფასეს დადებითი რენტაბელურობა და აინაზღაურეს გაწეულ ხარჯები არა 2-3 წლის შემდეგ, არამედ პირველ 3 თვეში.


ბოლო წლებში GPS მონიტორინგი მოიცავს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ავტომობილების მონიტორინგი ან გარბენის დათვლა.
ჩვენი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2019 წელს GPS მოწყობილობის მონტაჟები განხორციელდა დამატებითი მოდულების მონტაჟით, რაც 13% მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. ბიზნესის სხვადასხვა სფეროები იყენებენ სხვადასხვა მოდულებს იმისათვის, რომ ჯამში გაიზარდოს მათი მუშაობის ეფექტიანობა და უსაფრთხოება.
მომწოდებელი კომპანიები იყენებენ ტემპერატურის სენსორებს, რომლების დახმარებით ითვლიან რამდენი ხანი იმყოფებოდა ტვირთი განსაზღვრულ ტემპერატურაზე, იყო თუ არა ჩართული მაცივარი და ა.შ.

საინკასაციო კომპანიები წარმატებით იყენებენ განგაშის ღილაკს და იმობილაიზერებს.

2019 წელს ჩვენ დავიწყეთ მძღოლის ბარათის წამკითხველების მონტაჟი. ამ მოწყობილობის დახმარებით კომპანიები ხედავენ რამდენი რეისი გაიარა მძღოლმა, რამდენი ხანი ატარებდა ავტომობილს, საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში ვინ იმყოფებოდა საჭესთან.

ჩვენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი GPS  ტრეკერების მწარმოებელი კომპანიის Teltonika-ს VIP პარტნიორი კომპანია, თვალს ვადევნებთ ტელემატიკის ბაზრის განვითარებას ევროპაში და ამერიკაში და ვნერგავთ ახალ შესაძლებლობებს ქართულ ბაზარზე.

ჩვენი ვარაუდით, 2020 წელს გაიზრდება CAN წამკითხველების მონტაჟის რაოდენობა (ეს არის მოწყობილობა, რომელიც კითხულობს ავტომობილის ბორტ კომპიუტერიდან სრულ ინფორმაციას), რაც მისცემს საშუალებას კომპანიებს დაინახონ საწვავის ხარჯი, აღმოაჩინონ საწვავის ჩამოსხმები, მიიღონ ზუსტი ინფორმაცია მძღოლის ავტომობილის ტარების სტილზე ძრავის ბრუნებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

სპეცტექნიკის მფლობელი კომპანიები შეძლებენ დაინახონ რეალური მოტო საათები, ვინაიდან ავტომობილის ბორტ კომპიუტერი მიაწვდის კომპანიას ინფორმაციას რა დატვირთულობით მუშაობს ძრავი, რაც მისცემს კომპანიას საშუალებას დაითვალოს ზუსტი მოტო საათები დამატებითი აღჭურვილობის მქონე ტექნიკისთვის.
ყოველ წელს იზრდება როგორც GPS  მოწყობილობაზე მიერთებული ავტომობილების რაოდენობა, ასევე გადაწყვეტილებები მიერთებული ავტომობილებისთვის. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2020 წლის ბოლოსთვის  ჩვენი მონტაჟების 60% განხორციელდება CAN მოწყობილობების, მძღოლის ბარათის წამკითხველების, ტემპერატურის სენსორების და ძრავის კონტროლის დამატებით.