2017 წელს უამრავ სიახლეს გპირდებით არა მხოლოდ ჩვენი სისტემის მუშაობის ხარისხის მიმართებაში, არამედ კომუნიკაციის ახალი წყაროების დანერგვის თვალსაზრისითაც. დღეიდან, ყოველთვიურად მოგაწვდით ინფორმაციას წინა თვეში შეტანილი ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ. 2017 წელი ნამდვილად პროდუქტიული გამოდგა ჩვენი კომპანიისათვის. აქვე გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კლიენტებს და რა თქმა უნდა ჩვენს კონკურენტებს, რადგან მათ მოგვცეს სტიმული და საშუალება შეგვემუშავებინა ყველაზე თანამედროვე და ფუნქციონალური GPS მონიტორინგის ქართული სისტემა.

რა სიახლეები დავნერგეთ და რა ცვლილებები გელოდებათ უახლოეს მომავალში?

 


GPS Control Pro 2.0.1  აპლიკაციის ახალი ვერსიის გაშვება Android-ისთვის

გაეცანით – GPSControl Pro 2.0.1

უწყვეტად მიმდინარეობდა მუშაობა მობილური აპლიკაციის ვერსიაზე  და შედეგად ახალი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია play store-ზე! სრულყოფილად შევიმუშავეთ აპლიკაციის ინტერფეისი, დავამატეთ შეტყობინებების მიღების, ავტომობილების მოძრაობის ისტორიის , რუკების არჩევის ფუნქციონალები. ერთი სიტყვით, თქვენ უკვე შეგიძლიათ აღნიშნული აპლიკაციის გადმოწერა და ყოველივე ზემოთხსენებული ფუნქციის თავად შემოწმება.

GPSControl 3.0

 

 

თითქმის 2 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მსოფლიომ პირველად იხილა GPSControl Pro 2.0-ის განახლებული ვერსია, რომელმაც შესაძლებელი გახდა ავტომობილების მონიტორინგი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მას შემდეგ, ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ: ინტერფეისი 5 ენაზე,11000+ აქტიური მოწყობილობა და 11 ქვეყანა, სადაც დანერგილია ჩვენი სისტემა. თუმცა, ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით და ერთ თვეში გამოვა ახალი ვერსია GPSControl Pro 3.0

 

 

რა სიახლეებს გთავაზობთ ახალი ვერსია?


• ავტომობილის ძებნის ფუნქციონალი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია შემოწმდეს იმყოფებოდა თუ არა ავტომობილი ან ავტომობილების ჯგუფი მითითებულ ტერიტორიაზე (ობიექტთან, სერვისზე და ა.შ) განსაზღვრული დროის შუალედში;
• დამატებულია მონაცემების სინქრონიზაცია CT-Park-თან;
• დამატებულია მონაცემების სინქრონიზაცია პატრულთან;
• დამატებულია ახალი განგაში, რომლის საშუალებით შესაძლებელია დაწესდეს შეზღუდვა ჩართული /გამორთული ძრავით დგომაზე მაქსიმალური / მინიმალური დროის გათვალისწინებით და გაიგზავნოს შესაბამისი შეტყობინება დაწესებული შეზღუდვის პირობის დარღვევის შემთხვევაში;
• დამატებულია სინქრონიზაცია Google Chrome-ის შეტყობინებებთან - საჭირო აღარ არის გამუდმებით თვალი ადევნოთ სისტემას, რათა რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება არ გამოგრჩეთ.

 

იმისათვის, რომ ავტოტრანსპორტის მონიტორინგის სისტემებს შორის ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა კვლავ დარჩეს ყველაზე მარტივ და მოხერხებულ გადაწყვეტილებად - ცვლილებები ასევე შევიტანეთ სისტემის სრულ ფუნქციონალშიც.

 

ახლო მომავალში დაიწყება მუშაობა შემდეგ ფუნქციონალებზე :

 

Eco Drive სისტემის განახლება -ოპერატორისთვის მინიშნების დამატება;
მძღოლთან დაკავშირების (ჩატის) ფუნქციის დამატება - როგორც SMS -ების, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით;
განრიგის და ამოცანების (დავალებების) სისტემის დამატება - პრინციპით IFTT “ If This then That”.
ზემოაღნიშნული სიახლეები წარდგენილი იქნება 2017 წელს.