დღესდღეობით კორპორატიული ავტოპარკი გადავიდა ფუფუნებიდან სასიცოცხლო საჭიროების სფეროში.მის გარეშე შეუძლებელია წარმოიდგინო კომპანიების მუშაობა.
ავტოპარკის მართვას ყოველთვის თან ახლავს ბევრი სირთულე და პრობლემა. როგორ გადავჭრათ მიმდინარე პრობლემები და სწორად ვაწარმოოთ ავტოპარკის მომსახურება და მართვა?
ავტოპარკის მართვის გუნდი იდეალში უნდა შედგებოდეს მმართველისგან, ბუღალტერისგან, შესყიდვების მენეჯერისგან და დისპეტჩერისგან.უმეტეს შემთხვევაში კომპანიას არ გააჩნია საკმარისი რესურსი ძირითადი პრინციპების ანილიტიკისთვის და ავტოპარკის სწორი მართვისთვის, ვინაიდან ავტოპარკის ორგანიზება არ მთავრდება სატრანსპორტო საშუალებების შეძენით-ეს მხოლოდ დასაწყისია.აუცილებელია საშუალებების ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების მკაცრი კონტროლი, შეკეთება,საწვავის და საცხებ-საპოხები მასალების დროული შეძენა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვის ხარჯების განსაზღვრა.ყველა ეს ქმედება უნდა ტარდებოდეს კომპლექსურად. გამოცდილი fleet მენეჯერები ამტკიცებენ,რომ კონკრტეულ ასპექტებზე კონცენტრირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მხოლოდ ძედმეტი ხარჯები და უარყოფითი ფინანსური შედეგები. ზემოაღნიშნული ნიუანსების გარდა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ის,რომ ავტოპარკის გამართულობა პირველ რიგში მოქმედებს კომპანიის რეპუტაციაზე.
უპირველეს ყოვლისა აუცილებელია დაწვრილებითი ანგარიშგება ყოველ ავტომობილზე გაწეული ხარჯების მიხედვით. ჩვენი გათვლებით, ავტოპარკის ხარჯების 70 % მოდის საწვავის ხარჯებზე,10% -სათადარიგო ნაწილებზე,5%-დაზღვევაზე და დარჩენილი 5% მიაქვს სხვადასხვა ხარჯებს, როგორიცაა ავტომობილის რეცხვა, გადმოფორმება და ა.შ.
ასევე ავტოპარკის ხელმძღვანელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავტოპარკის ცვეთის კონტროლი და ანალიზი, ვინაიდან ავტოპარკის მართვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ავტომობილის დროული გაყიდვა ზედმეტი ხარჯების აცილების მიზნით.
ზოგადად პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შეუძლებელია ერთიანი წესების ჩამოყალიბება, რომლებიც გამოსადეგი იქნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის.კომპანიებში ავტომობილების ყოლა განპირობებულია სხვადასხვა ამოცანების შესასრულებლად და აქედან გამომდინარე ავტოპარკის მენეჯმენტ სკონტროლი ვრცელდება არამარტო ავტომობილის მდგომარეობის და მასზე გაწეული ხარჯების სფეროს, არამედ დასმული ამოცანების დროულ და ჯეროვან შესრულებას.
ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე ასპექტი,რომლებზეც ავტოპარკის მენეჯერმა პირველ რიგში უნდა გაამახვილოს ყურადღება.
1. უნიფიცირება.
აუცილებელია ყველა სატრანსპორტო საშუალების რაციონალური კლასიფიკაცია ერთგვაროვნების მიხედვით. კლასიფიკაციის პროცესის ხანგრძლივობის მიუხედავად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ ტიპის კლასიფიკაცია იძლევა არამარტო კომპანიის იმიჯის შენარჩუნების საშუალებას, არამედ ფულადი სახსრების მნიშვნელოვან ეკონომიას ავტომობილების ექსპლუატაციისას.
2. შეკეთება.
ზოგი კომპანია ავტომობილების მოვლას და შენახვას ავალებს იმ თანამშრომლებს, ვინც უშუალოდ იყენებს კონკრეტულ ავტომობილს. ამ შემთხვევაში,თუ კომპანიას დამოუკიდებლად უნდა შეკეთების და მომსახურების ხარჯების კონტროლი, უმჯობესი იქნება სარგებლობა სპეციალიზებული სერვისის მომსახურებით.
3. ექსპლუატაციის ხარჯები.
ავტოპარკის შენახვის და ექსპლუატაციის ხარჯები წარმოადგენენ ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვან ნაწილს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ამ საკითხსთვის ყურადღების მიქცევა სტრატეგიულ დონეზე.
4. მომსახურება.
საუბარია სერვისებზე, რომლებსაც მწარმოებებლი აყოლებს თავის ავტომობილებს. აუცილებებია ავტოპარკის მენეჯერმა ზუსტად იცოდეს ამდაგვარი სერვისების ჩამონათვალი და ღირებულება რათა გამოავლინოს კომპანიისთვის პოტენციური ეკონომია ამ ხარჯების ნაწილში.
5. განვითარების სტრატეგია.
ავტოპარკის მუშაობის ორგანიზებისას პირველ რიგში აუცილებელია სტრატეგიის განსაზღვრა და ფორმულირება. სხვანაირად რომ ვთქავთ, სტრატეგია წარმოადგენს კორპორატიულ პოლიტიკას ავტომობილებთან მიმართებაში და ავტოპარკთან მუშაობის პრინციპების კრებულს.
6. მენეჯერის ფუნქციები.
მენეჯერის მოვალეობაში შედის ყველა იმ პროცესის კონტროლი, რომელიც ეხება ავტოპარკის ექსპლუატაციას და ავტოპარკთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა,მაგალითად ტექნიკური მომსახურების, დაძღვევის, კონსალტინგური ,ფინანსური ინსტიტუტები, და ა.შ.
ავტოპარკის შენახვის და მომსახურების ხარჯების მუდმივი კონტროლი წარმოადგენს მნიშვნელოვან და სავალდებულო ამოცანას ავტოპარკის გამართული მუშაობის ორგანიზებისთვის.
ამდაგვარი კონტროლის თანამედროვე საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს GPSControl-კორპორატიული ავტოპარკის მართვის და კონტროლის სისტემა, რომელიც თავის მომხმარებელს ეხმარება გადაწყვიტოს თანამშრომლების მიერ სამუშაოების დაგეგმარებასთან, სამგზავრო ფურცლის და საწვავის აღრიცხვასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებაში და კონტროლში,თვალი ადევნოს ავტოპარკის მუშაობის ჯამურ ეფექტურობას.გარდა ამისა, სისტემა შესაძლებელია დაინტეგრირდეს სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებთან,რაც საშუალებას მისცემს ორგანიზაციას დანერგოს დოკუმენტების ელექტრონული წარმოება.